ერდოღანმა, შეხვედრები ჩაატარა ზაგრებში

შეხვედრა გამართა პრეზიდენტ კოლინდე გრაბარკიტაროვიჩთან, შეხვედრა ჩატარდა წარმომადგენელთა ჯგუფებს შორის

479234
ერდოღანმა,  შეხვედრები ჩაატარა ზაგრებში

ოფიციალურ ვიზიტად ხორვატიაში მყოფმა პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, ზაგრებში პრეზიდენტის რეზიდენციაში, პირისპირი შეხვედრა გამართა პრეზიდენტ კოლინდე გრაბარკიტაროვიჩთან, შეხვედრა ჩატარდა წარმომადგენელთა ჯგუფებს შორის. შემდეგ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი ჟურნალისტებთან.

ერდოღანი შეეხო ლტოლვილთა საკითხს. აღნიშნა, რომ არასდროს დაუხშვიათ კარი ლტოლვილებისთვის და არც ამის შემდეგ დაუხშობენ მათ კარს.

საკითხისადმი, ჰუმანიტარული დახმარების ვალდებულების სურვილით, საჭიროდ  მიიჩნია, დადებითი მიდგომა გამოიჩინოს დასავლეთმაც. მოითხოვა, ლტოლვილთა საკითხის ირგვლივ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან განხილვები მოხდეს თანადგომის ფარგლებში და თურქეთისთვის  გამოჩენილ იქნას უფრო სხვანაირი მხარდაჭერა.

ბოსნია ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით კი, აღნიშნა, რომ თურქეთი იზიარებს ხორვატიის, ბოსნია ჰერცოგოვინის მომავალთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას.

ორ სახელმწიფოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის შესახებ და თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) და ხორვატიის სახელმწიფო ტელევიზიას  შორის თანამშრომლობის ოქმს.



მსგავსი ინფორმაციები