ერდოღანის სატელეფონო საუბარი ბელგიის მეფესთან

პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა ბრიუსელში მომხდარ ტერ-აქტთან დაკავშირებით ტელეფონით დაურეკა ბელგიის მეფეს ფილიპს

456758
ერდოღანის სატელეფონო საუბარი ბელგიის მეფესთან

პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა ბრიუსელში მომხდარ ტერ-აქტთან დაკავშირებით ტელეფონით დაურეკა ბელგიის მეფეს ფილიპს, სამძიმარი გამოუცხადა და მწვავედ დაგმო ტერ-აქტი. დაღუპულებთან დაკავშირებით მიუსამძიმრა მეფე ფილიპს და მთელ ბელგიელ ხალხს. დაჭრილებს კი უმალ გამოჯანმრთელება უსურვა.

ანკარასა და სტამბოლში მომხდარი ტერ-აქტების გათვალისწინებით გაიზიარა ბელგიელების ტკივილი.

სრული თანადგომა გამოუცხადა ბელგიას და გამოკვეთა ტერორის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობა.

ბელგიის მეფემ, გამოჩენილი მგრძნობიარობისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს, რომელმაც ბელგიის ტერ-აქტისადმი უარყოფითი რეაქცია გამოთქვა სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ თურქულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი მესიჯებითაც. აღნიშნა, რომ მწვავედ გმობს ბრიუსელში მომხდარ არა ადამიანურ ტერ-აქტს და ძალადობას.

სხვადასხვა ტერ-ორგანიზაციების მზაკვრული თავდასხმების ქვეშ აღმოჩენილი თურქი ხალხი ღრმად განიცდის ბელგიელი ხალხის ტკივილს და იზიარებს.



მსგავსი ინფორმაციები