თურქეთს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

თურქეთს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

436475
თურქეთს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

თურქეთს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ სტამბოლში გამართუულ "UNESCO-ს მსოფლიო გასტრონომიის ქალაქი გაზიანთეფი" პროგრამას დაესწრო. ერდოღანმა პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "თურქეთს უფლება აქვს საკუთარი თავი ყოველგვარი ტერორის წინააღმდეგ დაიცვას, ამიტომ თურქეთის წინააღმდეგ შექმნილ ყოველგვარ საფრთხის წინაშე, ეს სირიაში იქნება თუ სხვაგან ყოველთვის აქვს უფლება, რომ შესაბამისი ოპერაცია ჩაატაროს"- აღნიშნა ერდოღანმა. მან ასევე დასძინა, რომ სირიაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობის განმხორციელებელ რეჟიმის მიმართ ვინმე ხმას არ აიღებს და თურქეთი როცა თავდაცვის მიზნით ოპერაციებს ატარებს მაშინ იღებენ ხმას. "რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო არანაირი ნაბიჯი არ იდგმება ამიტომ თურქეთის მხრიდან საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს ყველამ პატივი უნდა სცეს და თურქეთის საბროლო მოქმედებების წარმოების წესების ფარგლებში მხოლოდ საკუთარი თავის დაცვის მიზნით როგორც დაიშის ასევე PYD-სგან მომავალ ყოველგვარი საფრთხის წინაშე შესაბამისი რეაგირების უფლება აქვს. "-ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.




მსგავსი ინფორმაციები