ანკარას ევროკომისარი სტუმრობს

ფულეს ვიზიტი ორ დღეს გასტანს

96927
ანკარას ევროკომისარი სტუმრობს



ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში სტეფან ფულე ანკარას ეწვია და პირველ შეხვედრას მას ჩანკაიას საპრეზიდენტო რეზიდენციაში აბდულლაჰ გიული მოუწყობს რა, განიხილავენ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და თურქეთის სრული გაწევრიანების პროცესს.

დღესვე საღამოს ფულეს ვახშამზე მიიღებს თურქეთის სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირთან წარმოებული მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელი მევლუდ ჩავუშოღლუ.

ხვალ ფულე ჯერ არასამთავროებს შეხვდება, ხოლო შემდეგ მას რიგ რიგობით მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ, იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი და ეკონომიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბექჩი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები