მოსულის თემაზე ანკარაში კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა

95606
მოსულის თემაზე ანკარაში კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა


ორგანიზაცია ერაყ-დამასკოს ისლამური სახელმწიფოს მილიტანების მიერ ქალაქ მოსულში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლების გატაცების შემდეგ ანკარაში შეხვედრები იმართება. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ, ეროვნული დაზვერვის მდივანმა ჰაქან ფიდანმა, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, არმიის გენერალმა, იაშარ გულერმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ბოლო ვითარება შეაფასეს, რის შემდეგაც პრეზიდენტ აბდულლა გიულის მიწვევით ჩანკაიას რეზიდენციაში შეკრება გაიმართა.

არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნაჯი ქორუმ ჩაატარა. მისი თქმით, გატაცებული საკონსულოს თანამშრომლები და თურქი მძღოლები კარგად არიან და არ დაადასტურა მათი სირიაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ნაჯი ქორუს განცხადებით, ტრაილერების თურქი მძღოლებისათვის გამოსასყიდი არავის მოუთხოვია. მისივე თქმით, საკონსულოზე თავდასხმის განხორციელებამდე ერაყის მთავრობამ დაცვის თანამშრომლები გაიყვანა და თავდასხმის დროს მილიტანების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახლდათ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები