თურქეთის საგარეო უწყების განცხადება

92286
თურქეთის საგარეო უწყების განცხადება


ორგანიზაცია ერაყ-დამასკოს ისლამური სახელმწიფოს მილიტანების მიერ მოსულში მდებარე თურქეთის საკონსულოს კონსულისა და თანამშრომლების გატაცებას თურქეთში მკაცრი განცხადებები მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი მიუღებელია, ამას უპასუხოდ არ დატოვებენ და ყველაფერს გააკეთებენ. რაც საჭიროა. ამავე განცხადებაში ნათქვამია: „ორგანიზაცია ერაყ-დამასკოს ისლამური სახელმწიფოს მილიტანებმა 11 ივნისს დილის საათებში მოსულში მდებარე ჩვენს საკონსულოზე თავდასხმა განახორციელეს, პერსონალი საკონსულოს გარეთ გაიყვანეს და ქალაქის სხვა რეგიონში გადაიყვანეს. ფაქტის დროს საკონსულოსა და მის დასახლებაში კონსულის ჩათვლით 49 პერსონალი და მათი ოჯახის ზოგიერთი წევრი იმყოფებოდა“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერაყის მთავრობაში, გაეროსა და ნატოს ბაზაზე მიმდინარეობს მუშაობა ასევე მძევლად აყვანილი 31 თურქი მძღოლის გასათავისუფლებლად. აქვე ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გათავისუფლებულნი საკონსულოს თანამშრომლები და თურქეთის მოქალაქეები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები