ანკარამ ნატოს საგანგებო შეკრება მოითხოვა

92301
ანკარამ ნატოს საგანგებო შეკრება მოითხოვა


მოსულში მდებარე თურქეთის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ანკარამ ნატოს საგანგებო შეკრება მოითხოვა, რომელიც ბრიუსელში მდებარე ნატოს შტაბბინაში უკვე გაიმართა. თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ინფორმაციით, შეკრებაზე ალიანსის წევრებს მოსულში მომხდარზე და თურქეთის მოქალაქეების მძევლად აყვანის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად, ნატოს შეკრება ვაშინგტონის შეთანხმების მეოთხე მუხლის ფარგლებში არ გამართულა და იგი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ჩატარდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები