თურქეთის არმია ძლიერდება

“მოიერიშე შვეულმფრენების წარმოება დაწყებულია“

90656
თურქეთის არმია ძლიერდება



თურქეთი ისეთ რეგიონში მდებარეობს რომ, მისი არმიის ძლიერება ყოველთვის უმაღლეს დონეზე უნდა იდგეს. სწორედ ამ მიზნით არმია აგრძელებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკით შეიარაღებასაც. თურქეთში წარმოებული 3 ცალი მოიერიშე შვეულმფრენების პირველი პარტიის ჩაბარება გუშინ, თურქეთის შეიარაღებული ძალებისათვის საზეიმო ცერემონიით მოხდა და ამიერიდან მათი სერიული წარმოება დაიწყება. “ATAK“-ის სახელწოდების ამ შვეულმფრენს 2 ცალ “Stringer“-ის ტიპის რაკეტა მტყორცნთან ერთად რვა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაც გააჩნია. მას შეუძლია საწვავის გარეშე იფრინოს 519 კმ. მოკლედ, ზოგიერთი თვისებებით ეს თურქული შვეულმფრენები ამ კლასის შვეულმფრენებს შორის ყველაზე საუკეთესოდაც კი ითვლებიან. გადაცემის ცერემონიაში არმიის მაღალჩინოსნებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა აბდულლაჰ გიულმა და პრემიერმა ერდოღანმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები