ბაიერნი და პსჟ მეოთხედფინალში არიან...

მიუნხენის ბაიერნი და პსჟ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ

2111944
ბაიერნი და პსჟ მეოთხედფინალში არიან...

მიუნხენის ბაიერნი და პსჟ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ.

საკლუბო დონეზე ევროპის ფეხბურთის ნომერ პირველ ტურნირში ბოლო 16 ტურის საპასუხო შეხვედრები ორი მატჩით დაიწყო.

გერმანიის წარმომადგენელმა მიუნხენის ბაიერნმა იტალიურ ლაციოს უმასპინძლა საპასუხო მატჩში, 3-0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

დღის მეორე მატჩში ფრანგულმა პსჟ-მ ესპანეთის რეალ სოსიედადს უმასპინძლა საპასუხო მატჩში.

ანოეტას სტადიონზე გამართულ მატჩში პსჟ-მ მე-15 და 56-ე წუთებზე კილიან მბაპეს გოლებით 2:0 უპირატესობა მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ რეალ სოსიედადიდან მიკელ მერინომ 89-ე წუთზე  სხვაობა 1-მდე შეამცირა, პსჟ-მ მატჩი 2-1 მოიგო და ბოლო 8 გუნდს შორის დარჩა.


საკვანძო სიტყვები: #პსჟ , #მიუნხენის ბაიერნი

მსგავსი ინფორმაციები