თურქი მოჭიდავე თაჰა აქგული ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედ გავა

თურქი მოჭიდავე თაჰა აქგული ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედ გავა

2038519
თურქი მოჭიდავე თაჰა აქგული ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედ გავა

თურქი მოჭიდავე თაჰა აქგული ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედ გავა

სერბეთში გამართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე თურქმა მოჭიდავემ თაჰა აქგულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ შედეგით თაჰა აქგულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების კვოტაც მოიპოვა.

დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ჩემპიონატზე თაჰა აქგული თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელი დანიელ ლიგეტის დაუპირისპირდა. მან ლიგეტი 5-0 დაამარცხა.

ამ შედეგით თაჰა აქგულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების კვოტაც მოიპოვა.

ასევე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქმა მოჭიდავემ სონერ დემირთაშმა მესამე ტურში სომეხი მეტოქე ჰრაირ ალიხანიანი 3-0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. სონერი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან 5-4 დამარცხდა.

ფეიზულა აქთურქი კი 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულად ჩაითვალა, რადგანაც ბულგარელი მეტოქე ახმედ ადამოვიჩ მაგამაევი მატჩს გამოეთიშა და მეოთხედფინალში გავიდა. ფეიზულა აქთურქი მეოთხედფინალში ყაზახ მეტოქე რიზაბეკ აიტმუხანთან 11-0 დამარცხდა.

79 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი მოჭიდავე რამაზან იშაკ სარი მეორე ტურში ირანელ მეტოქე მოჰამედ აშგარ ნოხოდილარიმთან 9-4 დამარცხდა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულეიმან ათლი პირველ ტურში გერმანელ მეტოქე ნიკლას სტეჩელესთან 6-5 დამარცხდა.


საკვანძო სიტყვები: #ჭიდაობა , #თაჰა აქგული

მსგავსი ინფორმაციები