თურქმა მოჭიდავეებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თურქმა მოჭიდავეებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

1962388
თურქმა მოჭიდავეებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თურქმა მოჭიდავეებმა 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

რუმინეთში გამართულ 23 წლამდელთა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე თურქმა სპორტსმენმა მუჰამედ გიმრიმ ვერცხლის, ხოლო ეფე ანილ ალმა და ისმაილ ქუჩუქსოლაკმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის განცხადებით, მუჰამედ გიმრი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარებულ ღონისძიებაზე, ფინალში ქართველ მეტოქე ანდრო მარგიშვილთან 7-1 დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 125 კილოგრამი წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეფე ანილ ალმა ბერძენი აზამატ ხოსონოვი 6-3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.

86 კილოგრამი წონით კატეგორიაში მოასპარეზე ისმაილ ქუჩუქსოლაქმა მოლდოველი ივან იჩიზლი 7-6 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მიიღო.

ემრე ქურალმა 61 კილოგრამი წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ასევე  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამრიგად, ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა დღე სულ 4 მედლით, 1 ვერცხლით და 3 ბრინჯაოთით დაასრულეს.



მსგავსი ინფორმაციები