თაჰა აქგული მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი

თაჰა აქგული მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი

1626038
თაჰა აქგული მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. თურქეთის ეროვნული გუნდის მძიმეწონოსანი ფალავანი თაჰა აქგული 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ოქროს მედლის მოსაპოვებლად რუს მოჭიდავე,  სერგეი კოზირევს დაუპირისპირდა და იგი 9-2 დაამარცხა რა,  ოქროს მედალი მოიპოვა.  თაჰა აქგულმა გუშინდელი გამარჯვებით უკვე მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი. თურქ ფალავანს მისი ეს მორიგი წარმატება,  პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერმა ქემალ ქილიჩთაროღლუმ და სხვებმა მიულოცეს და მას მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვეს.


საკვანძო სიტყვები: #ევროპის ჩემპიონი , #თაჰა აქგული

მსგავსი ინფორმაციები