თურქი მოჭიდავე, სულეიმან ათლი, ევროპის ჩემპიონი გახდა

თურქი მოჭიდავე, სულეიმან ათლი, ევროპის ჩემპიონი გახდა

1625684
თურქი მოჭიდავე, სულეიმან ათლი, ევროპის ჩემპიონი გახდა
Taha Akgül.jpg
Süleyman Karadeniz.jpeg

პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში, თავისუფალ სტილში 57 კილოგრამი წონით კატეგორიაში სულეიმან ათლიმ რუსი მეტოქე, ნაჩინ მონგუში, დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ჩემპიონატზე სულეიმან ათლიმ 57 კილოგრამი წონით კატეგორიაში მეოთხედ ფინალში, უკრაინელი ქამილ კერიმოვი 11-0, ნახევარფინალში წარმოშობით თურქი, ბულგარელი ნაიმ სალიმ მიკიაი 3-1 დაამარცხა.

თურქმა მოჭიდავემ გუშინ საღამოს რუსეთის სახელით მოასპარეზე ნაჩინ მონგუში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში თავისუფალ სტილში 97 კილოგრამი წონით კატეგორიაში მოასპარზე თურიქ მოჭიდავე სულეიმან ქარადენიზი რუს მეტოქე ზაბრაილოვთან დამარცხადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქარადენიზმა მოლდოველი რადუ ლეფტერი 10-0, მეოთხედ ფინალში აზერბაიჯანელი შამილ ზიბარიოვი 6-4, ნახევარ ფინალში კი ქართველი ელიზბარ ოდიკაძე 7-5 დაამარცხა და ფინალში გადავიდა.

ამავდროულად მამაკაცებს შორის თავისუფალ სტილში 125 კილოგრამი წონით კატეგორიაში თურქი სპორტსმენი თაჰა აქგული ფინალში გადავიდა.

მან პირველი ტურის მატჩში მსოფლიო ჩემპიონს, ქართველ გენო პეტრიაშვლის 6-1 სძლია, მეოთხედ ფინალში პოლონელი ქამილ ტომასზ კოსციოლეკი 6-1, მახევარ ფინალში კი ბელარუსი დზიანის ხარამიანკოუ 4-0 დაამარცხა.

თაჰა აქგული, რომელიც შვიდგზის ევროპის ჩემპიონია, დღეს საღამოს ფინალში რუს სერგეი კოზირევს შეხვდება.

61 კილოგრამი წონით კატეგორიაში მოასპარეზე ემრაჰ ორმანოღლუმ პირველ მატჩში იტალიელ სიმონე ვინჩენცო პიროდუ 11-1 დაამარცხა და მეოთხედ ფინალში მოხვდა.

ემრაჰმა, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა მსოფლიო თასის ჩემპიონ რუს აბასგაჯი მაგომედოვთან, „რეპესაჟის“ მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღო მას შემდეგ, რაც მეტოქე ფინალში გავიდა.

თური სპორტსმენი, რომელსაც ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ისევ აქვს, დღეს „რეპესაჟის“ შეხვედრაში ბულგარელ გეორგი ვალენტინოვ ვანგელოვს შეერკინება.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა, ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა მეჰმედ მუჰარემ კასაპოღლუმ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს.



მსგავსი ინფორმაციები