ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე თურქმა ძალოსნებმა 3 მედალი მოიპოვეს

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე თურქმა ძალოსნებმა 3 მედალი მოიპოვეს

1615120
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე თურქმა ძალოსნებმა 3 მედალი მოიპოვეს

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე თურქმა ძალოსნებმა მუამერ შაჰინმა ვერცხლის, ფერდი ჰარდალმა და სუმეიე ქენთლიმ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მოსკოვში გამართული ჩემპიონატის მეორე დღეს მამაკაცებს შორის 61 კილოგრამი წონით კატეგორიაში ფერდი ჰარდალმა ატაცში 130 კილოგრამი, აკვრაში კი 157 კილოგრამი ასწია და მეოთხე ადგილი დაიკავა. ფერდი მთლიანობაში 287 კილოგრამით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

იმავე კილოგრამი წონით კატეგორიაში მოასპარეზე თურქმა ძალოსანმა ჯანერ თოპბაშმა ატაცში 124, აკვრაში 170 კილოგრამი ასწია, თუმცა მედალს ვერ დაეუფლა.

მამაკაცებს შორის 55 კილოგრამი წონით კატეგორიაში თურქმა ძალოსანმა მუამერ შაჰინმა ატაცში 112 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქალებს შორის 55 კილოგრამი წონით კატეგორიაში სუმეიე ქენთლი აკვრაში 110 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები