მსოფლიო თასზე თურქებმა 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

მსოფლიო თასზე თურქებმა 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

1546062
მსოფლიო თასზე თურქებმა 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სალიჰ აიდინმა 82 კილოგრამი წონით კატეგორიაში და ასევე  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოსმან ილდირიმმა 130 კილოგრამი წონით კატეგორიაში მსოფლიო თასის ფინალში მეტოქეებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სალიჰ აიდინი 82 კილოგრამი წონით კატეგორიაში სერბეთში გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედლისთვის ებრძოდა თავის რუს მეტოქეს მილად ალირზაევს.

სალიჰ აიდინმა, რომელიც 11-0 დამარცხდა მეტოქესთან, ჩემპიონატი ვერცხლის მედლის მოპოვებით დაასრულა. 

ბერძნულ-რომაული სტილში 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოსმან ილდირიმი სერბეთში გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედლისთვის თავის რუს კონკურენტს სემენოვს დაუპირისპირდა.

ოსმან ილდირიმიც, რომელმაც მეტოქესთან 7-1 წააგო, ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში შეხვედრებზე თურქმა მოჭიდავეებმა მთლიანობაში სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.



მსგავსი ინფორმაციები