სულეიმან ქარადენიზი ევროპის ჩემპიონია

სულეიმან ქარადენიზი ევროპის ჩემპიონია

1361092
სულეიმან ქარადენიზი ევროპის ჩემპიონია

თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა მოჭიდავე სულეიმან ქარადენიზმა ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 92 კილოგრამი წონით კატეგორიაში შვეიცარიელი მეტოქე სამუელ სკერერი 3-0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე პელიკონეს სპორტულ დარბაზში, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე და ბოლო დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ფინალური შეჯიბრებები გაიმართა.

მამაკაცებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 92 კილოგრამი წონით კატეგორიაში ფინალში თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრი მოჭიდავე სულეიმან ქარადენიზი შვეიცარიელ სამუელ სკერერს შეხვდა, 3-0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

სულეიმან ქარადენიზის მიერ მოპოვებული მედალი ჭიდაობაში 2020 წლის ევროპის ჩემპიონზე თურქეთის მიერ მოპოვებული პირველი და ერთადერთი ოქროს მედალია.


საკვანძო სიტყვები: #ევროპის ჩემპიონატი , #ჭიდაობა

მსგავსი ინფორმაციები