ოზილი და კოლაშინაცი პრემიერლიგის პირველ ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ

„ნიუკასლისა“ და „არსენალის“ მატჩი 11 აგვისტოს გაიმართება

1251026
ოზილი და კოლაშინაცი პრემიერლიგის პირველ ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ

ინგლისის პრემიერლიგის გუნდიდან „არსენალის“ ფეხბურთელები წარმოშობით თურქი მესუთ ოზილი და ბოსნიელი სეად კოლაშინაცი პრემიერლიგის პირველ ტურში „ნიუკასლთან“ გასამართ  მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ.  მიზეზი ისაა, რომ ივლისში მათზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.  „არსენალმა“ განაცხადა, რომ ფეხბურთელების უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მათ მალე დაბრუნებას იმედოვნებს. შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ ოზილის მანქანას ივლისში  თავს ორი შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ. ინგლისის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მაგრამ, ამ დრომდის არავინ დაუკავებია. „ნიუკასლისა“ და „არსენალის“ მატჩი 11 აგვისტოს გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები