თურქმა მოჭიდავეებმა პოლონეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს

თურქმა მოჭიდავეებმა პოლონეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს

1248186
თურქმა მოჭიდავეებმა პოლონეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს

თურქმა მოჭიდავეებმა პოლონეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს.

თურქეთის ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა, რომლებიც აგრძელებენ მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ  ზიოლკოვსკი-პიტლასინსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

თურქმა მოჭიდავეებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თურქეთმა საერთო ჩათვლაში ბერძნულ-რომაულ სტილში მეორე, თავისუფალ სტილში მესამე ადგილი დაიკავა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჰაიდარ იავუზმა, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაკუბ გორმა, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში სელეიმან ქარადენიზმა ოქროს, 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფათიჰ ერდიზმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.  

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფათიჰ ჯენგიზმა ოქროს, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბურჰან აქბუქმა ოქროს, სალიჰ აიდინმა ვერცხლის, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეჰმეთ ჩექერმა ბრინაჯოს მედლები მოიპოვეს.


საკვანძო სიტყვები: #ტურნირი , #ჭიდაობა , #პოლონეთი

მსგავსი ინფორმაციები