ლენარტ იოჰანსონი გარდაიცვალა

ჩემპიონთა ლიგის დამაარსებელი და UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, ლენარტ იოჰანსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

1213956
ლენარტ იოჰანსონი გარდაიცვალა

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციიდან გავრცელებული ინფორმაციით,  ჩემპიონთა ლიგის დამაარსებელი და UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, ლენარტ იოჰანსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლენარტ იოჰანსონი UEFA-ს სათავეში 1990-2007 წლებში ედგა. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, 1992 წელს დაარსდა ჩემპიონთა ლიგა, რომელიც დღეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია.   89 წლის შვედი იოჰანსონი UEFA-ს  მეხუთე პრეზიდენტი იყო. 2000 წელს მაშინ, როდესაც გალათასარაი უეფას თასის ჩემპიონი გახდა, თასი სწორედ რომ ლენარტ იოჰანსონმა გადასცა.



მსგავსი ინფორმაციები