ჩემპიონთა ლიგაში გუშინ 2 მეოთხედფინალური მატჩი შესდგა

ორივე თამაში სტუმრებმა მოიგეს

944162
ჩემპიონთა ლიგაში გუშინ 2 მეოთხედფინალური მატჩი შესდგა

 

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მეოთხედფინალური მატჩი გუშინ გაიმართა. მის ფარგლებში  იტალიის იუვენტუსმა მადრიდის რეალი მიიღო და ეს მეტად საინტერესო და დაძაბული მატჩი, ანგარიშით 3:0 სტუმრებმა მოიგეს რა, 2 გოლი რონალდომ გაიტანა და ერთგვარი რეკორდიც დაამყარა, რადგან, ამ ტრურნირში იგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 10 მატჩში გოლები გაიტანა. ამ მატჩის მთავარი მსაჯი თურქი ჯუნეით ჩაქირი იყო.

მეორე მეოთხედფინალურ მატჩში  ესპანეთის სევილია მიუნხენის ბაიერნს მასპინძლობდა და აქაც სტუმარმა კლუბმა ანგარიშით 2:1 დაამარცხა მასპინძელი კლუბი. გუშინ მოთამაშე კლუბების საპასუხო მატჩები 10 აპრილს შესდგება, რის კვალდაკვალ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება.

დღეს ინგლისის ორი კლუბი, ლივერპული და მანჩესტერ სიტი შეხვდებიან, ხოლო მეორე წყვილში ესპანეთის ბარსელონა იტალიის რომს მიიღებს. ამ კლუბების საპასუხო მატჩები კი 11 აპრილს გაიმართება და კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება



მსგავსი ინფორმაციები