ბარსელონას ისტორიული გამარჯვება

„კამპ ნოუ“-ზე გამართულ მატჩში მეტოქე ისტორიული ანგარიშით 6-1 დაამარცხა

687869
ბარსელონას ისტორიული გამარჯვება

გუშინ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ორი საპასუხო მატჩი გაიმართა, რომლის ფარგლებში ბარსელონა და ბორუსია დორტმუნდი მეოთხედ ფინალში გადავიდნენ. გუშინ  ბარსელონამ საფრანგეთის პსჟ-ს უმასპინძლა რა, „კამპ ნოუ“-ზე გამართულ მატჩში მეტოქე ისტორიული ანგარიშით დაამარცხა. ამ ორ გუნდს შორის გამართული პირველი მატჩი პსჟ-ს სასარგებლოდ 4-0 იყო დასრულებული რა, ბარსელონამ საპასუხო მატჩში მეტოქე 6-1 დაამარცხა და მომდევნო ტურში ასპარეზობის შანსიც მოიპოვა. გუშინ გამართული მეორე მატჩიდან  გერმანიის დორტმუნდმა  პორტუგალიის ბენფიკა-ს უმასპინძლა და იგი 4-0 დაამარცხა. მათ შორის გამართული პირველი მატჩი ბენფიკის სასარგებლოდ 1-0 იყო დასრულებული. ორივე თამაშის საერთო ანგარიშებიდან გამომდინარე ამ ორ გუნდს შორის მომდევნო ტურში ასპარეზობის უფლება დორტმუნდმა მოიპოვა.  



მსგავსი ინფორმაციები