ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩები დაიწყო

ბარსელონა პარიზში განადგურდა

672640
ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩები დაიწყო

გუშინ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა. საფრანგეთის წარმომადგენელმა პსჟ-მ საკუთარ სტადიონზე ესპანეთის ბარსელონას უმასპინძლა და იგი გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 დაამარცხა. პსჟ-ს გოლები გაიტანეს: დი მარია (18),  დრაქსლერი (40), დი მარია (55) და  კავანი (72). ამ გამარჯვებით პსჟ-მ საპასუხო მატჩამდე დიდი უპირატესობა მოიპოვა. გუშინ, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში პორტუგალიის  ბენფიკამ გერმანიის კლუბ დორტმუნდს უმასპინძლა რა, მატჩი 1-0 ბენფიკის სასარგებლოდ დასრულდა.   გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 8 მარტს გაიმართება. დღეს ასევე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩებიდან კიდევ ორი მატჩი  გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ესპანეთის მადრიდის რეალი იტალიის ნაპოლის, ხოლო გერმანიის მიუნჰენის ბაიერნი ინგლისის არსენალს უმასპინძლებენ.



მსგავსი ინფორმაციები