თურქეთ-სლოვენია

ევროპის ჩემპიონატის წინ, თურქეთის ეროვნული გუნდის უკანასკნელი მოსამზადებელი მატჩი ჩატარდება ამ საღამოს

504381
თურქეთ-სლოვენია

ევროპის ჩემპიონატის წინ, თურქეთის ეროვნული გუნდის უკანასკნელი მოსამზადებელი მატჩი ჩატარდება ამ საღამოს, სლოვენიასთან, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში,  თურქეთის დროით 21.15.

თურქეთის ეროვნულმა გუნდმა ჯგუფის შესარჩევ მატჩში, 1-0 მოუგო ისლანდიის გუნდს და გაინაღდა ფინალში გასვლა. ექვსი თამაშიდან წააგო მხოლოდ ერთი. ჯერ კატარს მოუგო 2-0, მეორე მატჩი ჩაატარა სტამბოლში, საბერძნეთის გუნდთან, რომელიც დაასრულა ფრედ 0-0, მაგრამ იმის გამო, რომ საბერძნეთს, უკანონო ფეხბურთელი ჰყავდა გუნდში, FIFA-მ სამით ნოლის გადაწყვეტილება გამოიტანა თურქეთის სასარგებლოდ.

შემდეგ მატჩი კი, ანტალიაში მოუგეს 2-1 შვედების გუნდს, ამავე ანგარიშით მოუგეს ავსტრალიას გასვლით ტურში.

ერთადერთი წაგება მიიღეს ქალაქ მანჩესტერში ინგლისის გუნდთან 2-1. უკანასკნელად მატჩი ჰქონდათ ანტალიაში, ჩერნოგორიასთან, რომელსაც მოუგეს 1-0.



მსგავსი ინფორმაციები