ფეხბურთის სამყარო შოკშია

ბრაზილია განადგურდა

122676
ფეხბურთის სამყარო შოკშია



ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ ქალაქ ბელო ორიზონტეში პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა მასპინძელ ბრაზილიასა და გერმანიას შორის და მატჩის ანგარიში ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, რადგან, გერმანელებმა გამანადგურებელი და დაუჯერებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხეს ბრაზილიელები და პირველი ფინალისტები გახდნენ.

რაც შეეხება მეორე ფინალისტს, ეს დღეს არგენტინა-ჰოლანდიას მატჩში გაირკვევა, რომლის მთავარი მსაჯი თურქი ჯუნეით ჩაქირი იქნება.

ფინალური შეხვედრა 13 ივლისს მარაკანაზე გაიმართება და თამაში თურქეთის დროით 22:00 საათზე დაიწყება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები