საქართველოში გრძელდება აქციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ

საქართველოში გრძელდება აქციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ

2133071
საქართველოში გრძელდება აქციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებს და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ქვეყანაში გრძელდება საპროტესტო აქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ.

დედაქალაქ თბილისში ათასობით ადამიანი ღამით შეიკრიბა და რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართა.

ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და კანონპროექტის საწინააღმდეგო ბანერები ეჭირათ ხელთ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს ბარიერებით დაცულ სცენაზე ასვლის უფლება არ მისცა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იყო მოწყობილი მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში.

დროდადრო დაპირისპირებები ხდებოდა უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წიწაკის გაზი გამოიყენა.

პოლიციამ პარლამენტის შენობის შესასვლელები ჩაკეტა და აქციის მონაწილეებს შენობის გარშემო ცოცხლი ჯაჭვის მოწყობის საშუალება არ მისცა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დაახლოებით ორი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში ამტკიცებდა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი არ არის გამჭვირვალე.

მდინარაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ორგანოების მსგავსი ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფილი დაფინანსების შესახებ გამჭვირვალე ინფრომაციის მიღება შეუძლებელია და რომ მათ გადაწყვიტეს ხელახლა წარედგინათ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები