ელიზაბეთ ეიჩ რიჩარდი თურქეთს ეწვევა

ელიზაბეთ ეიჩ რიჩარდი თურქეთს ეწვევა

2130439
ელიზაბეთ ეიჩ რიჩარდი თურქეთს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების ანტიტერორიზმის კოორდინატორი ელჩი, ელიზაბეთ ეიჩ რიჩარდი თურქეთში ჩადის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისათვის, 2024 წლის მარტში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმა, ვაშინგტონში სტრატეგიული მექანიზმის შეხვედრებზე, განაახლეს კონტრტერორისტული კონსულტაციები.

ვიზიტის ფარგლებში ეიჩ რიჩარდი თავის თურქ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილავს ტერორიზმთან დაკავშირებულ ქსელებთან ბრძოლას, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზებულ დანაშაულში; სირიასა და ერაყში PKK-ს, DHKP-C-ს და DEAŞ-ის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. შეხვედრების დროს ეიჩ რიჩარდი ასევე აფრიკაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში ბოლო დროს დაეში-სა და ალ-ქაიდას ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებებზეც გაამახვილებს ყურადღებას.

ამერიკელი დიპლომატი თავის თურქ კოლეგებთან შეხვედრის დროს ასევე განიხილავს, ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გლობალური ფინანსური არხების ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებს.



მსგავსი ინფორმაციები