ისრაელში მაღალჩინოსნებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს პრემიერ ნეთანიაჰუს გადაყენების მოთხოვნით

ისრაელში მაღალჩინოსნებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს პრემიერ ნეთანიაჰუს გადაყენების მოთხოვნით

2125100
ისრაელში მაღალჩინოსნებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს პრემიერ ნეთანიაჰუს გადაყენების მოთხოვნით

ისრაელში 28-მა მაღალჩინოსანმა უზენაეს სასამართლოს მიმართა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაყენების მოთხოვნით.

ისრაელის ეკონომიკურმა საიტმა Calcalist-მა გააზიარა დეტალები მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მის მიხედვით, 28 მაღალი დონის ოფიციალურმა პირმა, მათ შორის ეკონომისტებმა, ტექნოლოგიების ექსპერტებმა და მეცნიერებმა, უზენაეს სასამართლოს გადასცეს პეტიცია ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუ მოექცა „ომში სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად მოქმედების“ პასუხისმგებლობას და ისეთ პირადულ ინეტერსებს შორის, როგორიცაა „საქმის გადადება, რომლებშიც მას ბრალი ედება ქრთამის აღებაში, თაღლითობაში და ნდობის ბოროტად გამოყენებაში“.

პეტიციის მიხედვით, "ნეთანიაჰუმ ომის დაწყებიდან რამდენჯერმე მოითხოვა მის წინააღმდეგ კორუფციის საქმის განხილვის გადადება, იმ მოტივით, რომ იგი დაკავებულია ომის მართვით“ და მოითხოვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაყენება.

ბენიამინ ნეთანიაჰუს აღმოსავლეთ იერუსალიმის რეგიონულ სასამართლოში კორუფციის ბრალდებით ასამართლებენ.


საკვანძო სიტყვები: #ნეთანიაჰუ , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები