საბერძნეთში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

2122003
საბერძნეთში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში ზედიზედ 5,6 და 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა.

საბერძნეთის სახელმწიფო არხის ERT-ს ინფორმაციით, ორი მიწისძვრა ერთი წუთის ინტერვალით მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი იყო მორას ნახევარკუნძულის ელისის რეგიონი.

იონიის ზღვაში მომხდარი მიწისძვრები იგრძნობოდა ატიკას რეგიონშიც, მათ შორის დედაქალაქ ათენში.

ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა განცხადება იმის შესახებ, მოყვა თუ არა მსხვერპლი და ნგრევა მიწისძვრას, რომელიც მიწის ზედაპირიდან 21 ნახევარი კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #საბერძნეთი

მსგავსი ინფორმაციები