ალი ხამენეიმ ზიად ალ-ნახალა მიიღო

ალი ხამენეიმ ზიად ალ-ნახალა მიიღო

2121955
ალი ხამენეიმ ზიად ალ-ნახალა მიიღო

ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობის გენერალურ მდივანთან, ზიად ალ-ნახალასთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან, პალესტინასა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილა.

ირანის ოფიციალური სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ალი ხამენეიმ დედაქალაქ თეირანში ალ-ნახალა და მისი თანმხლები დელეგაცია მიიღო.

შეხვედრის დროს ღაზაში განვითარებულ მოვლენები იქნა განხილული.

ალი ხამენეიმ განაცხადა: „სიონისტური რეჟიმის მიერ ქალებისა და ბავშვების მკვლელობა მთელი თავისი სამხედრო აღჭურვილობით და მსოფლიოს სასტიკი ძალების მხარდაჭერით აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს არ შესწევს წინააღმდეგობის გაწევის და წინააღმდეგობის ძალების დამარცხების ძალა“.

შეხვედრაზე ალ-ნახალამ განაცხადა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, ღაზას მოსახლეობამ, პალესტინის წინააღმდეგობის ძალებთან ერთად, ჩაშალა შეერთებული შტატების და ისრაელის გეგმები და განაცხადა, რომ არსებობს სრული კოორდინაცია წინააღმდეგობის ძალებს შორის, განსაკუთრებით ჰამასსა და ისლამური ჯიჰადის მოძრაობებს შორის.



მსგავსი ინფორმაციები