თურქეთი რამადანის დახმარების პაკეტებს საქართველოში საჭიროების მქონე ოჯახებს გადასცემს

რელიგიის საკითხთა სამმართველოს და თურქეთის რელიგიური ფონდის მიერ მომზადებული რამადანის დახმარების პაკეტები საქართველოში საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცემათ

2117599
თურქეთი რამადანის დახმარების პაკეტებს საქართველოში საჭიროების მქონე ოჯახებს გადასცემს

რელიგიის საკითხთა სამმართველოს (DİB) და თურქეთის რელიგიური ფონდის (TDV) მიერ მომზადებული რამადანის დახმარების პაკეტები საქართველოში საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცემათ.

რამადანის დახმარების პაკეტების გადაცემის ცერემონია მარნეულში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრში გაიმართა.

დედაქალაქ თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისში თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველი მაჰმუთ გოლი, აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა მუფთი ეთიბარ ემინოვი და თურქეთის რელიგიური ფონდის წარმომადგენლები.

გოლმა განაცხადა, რომ მარნეულში ასობით ოჯახისთვის დახმარების პაკეტების გადაცემის შემდეგ ისინი აღნიშნულ რამადანთან დაკავშირებით დახმარებას სხვა ქალაქებშიც გააგზავნიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში 1300-მდე პაკეტი გაიგზავნა და მათ რეგიონებში მოსახლეობას ურიგებენ.


საკვანძო სიტყვები: #რამადანი , #საქართველო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები