პალესტინა: "რაფაჰზე თავდასხმა დაიწყო"

პალესტინის განცხადებით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე წუხელ შეტევა დაიწყო

2117371
პალესტინა: "რაფაჰზე თავდასხმა დაიწყო"

პალესტინის განცხადებით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე წუხელ შეტევა დაიწყო და 14 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები და ქალები, დაიღუპა.

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ისრაელის მხრიდან ქალაქის ოკუპაციის არ განხორციელების შესახებ საერთაშორისო გაფრთხილებების უგულვებელყოფით სისხლიან საჰაერო თავდასხმებს და სისტემატურ დამანგრეველ ოპერაციებს ქალაქ რაფაჰზე, სადაც ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან და ცენტრალური ნაწილიდან დევნილი მილიონობით ადამიანი ცხოვრობს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა გუშინ (ორშაბათი) საღამოს დაიწყო დამანგრეველი საჰაერო თავდასხმა რაფაჰზე, რის შედეგადაც ბევრი პალესტინელი დაიღუპა. იქვე ასევე ნათქვამია: „ისრაელმა დაიწყო თავდასხმა ქალაქ რაფაჰზე და საერთაშორისო რეაქციების თავიდან ასაცილებლად არ გამოაცხადა და არავის ნებართვას დაელოდა".

განცხადების თანახმად, 14 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები და ქალები, დაიღუპა და ბევრი დაშავდა წუხელ რაფაჰის სხვადასხვა რაიონში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ 15 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დამტკიცებულია შესაძლო სამხედრო ოპერაციის გეგმა რაფაჰის სამხრეთზე.


საკვანძო სიტყვები: #რაფაჰი , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები