სტოლტენბერგი 17-19 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

სტოლტენბერგი 17-19 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

2116305
სტოლტენბერგი 17-19 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.

ნატოს განცხადებით, იენს სტოლტენბერგი 17 მარტს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ხოლო 18 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და თავდაცვის მინისტრს გენერალ ზაქირ ჰასანოვს  შეხვდება.

აზერბაიჯანში შეხვედრების დასრულების შემდეგ სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაემგზავრება, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

გენერალური მდივანი 19 მარტს სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრებით დაასრულებს თავის ვიზიტს კავკასიაში.



მსგავსი ინფორმაციები