ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს კიდევ 30 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს კიდევ 30 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

2109036
ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს კიდევ 30 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

ოკუპირებული ღაზის სექტორის დასახლებებზე ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს კიდევ 30 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

პალესტინის ოფიციალური სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, ისრაელმა დაბომბა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილებში ლტოლვილთა ბანაკები ნუსეირატი და ბურაიჩი.

აღინიშნა, რომ ბანაკებზე თავდასხმების შედეგად დაღუპული 25 პალესტინელიდან უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა უშაუალოდ სახლები დაბომბეს და ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ბევრი ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი.

ასევე აღინიშნა, რომ 5 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის არმიის მიერ ასევე ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად.

7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 30 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად ბავშვები და ქალები, ხოლო 70 ათას 325 ადამიანი დაშავდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ათასობით ცხედარია, ასევე განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც ხალხი თავს აფარებს.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები