ნუმან ქურთულმუშმა ილია დარჩიაშვილი მიიღო
ნუმან ქურთულმუშმა ილია დარჩიაშვილი მიიღო
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღო.
მეჯლისში გამართულ მიღებაზე განხილულ იქნა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები, ასევე აქტუალური რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
შეხვედრაზე ქურთულმუშმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის უძველესი მეგობრობა არსებობს და მოხარულია თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დარჩიაშვილსა და მისი თანმხლები დელეგაციის მასპინძლობით.
ქურთულმუშმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სურთ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების საპარლამენტო დონეზე განვითარება.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ჯგუფების კონტაქტები და ვიზიტები ამ კონტექსტში სასარგებლო იქნება.
მსგავსი ინფორმაციები
სომხური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს
სომხური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს