FBI-ს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კრისტოფერ ვრეი მოულოდნელი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა

2102616
FBI-ს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი კრისტოფერ ვრეი მოულოდნელი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვრეი მოულოდნელად გაემგზავრა ისრაელში, რათა განეხილა რეგიონში განვითარებული მოვლენები და შეხვდა ისრაელის უსაფრთხოების და დაზვერვის ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ვიზიტის დროს, ვრეიმ ისრაელელ კოლეგებთან პარტნიორობას "გრძელვადიანი, მჭიდრო და მყარი პარტნიორობა" უწოდა და განაცხადა, რომ FBI გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია FBI-ს გადაწყვეტილება უსაფრთხოდ ჰყავდეს მოკავშირეები, აღინიშნულია, რომ ვრაი ასევე შეხვდა ისრაელში მყოფ FBI-ს პერსონალს და მადლობა გადაუხადა მათ პარტნიორებისა და რეგიონისადმი გაწეული სამსახურისთვის.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #აშშ , #FBI

მსგავსი ინფორმაციები