ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაუახლოვდეს ევროკავშირს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაუახლოვდეს ევროკავშირს

2101209
ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაუახლოვდეს ევროკავშირს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაუახლოვდეს ევროკავშირს.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გაზეთ "The Telegraph"-ის ჟურნალისტ როლანდ ოლიფანტთან ინტერვიუში აქტუალური საკითხების შესახებ კითხვებს უპასუხა, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა სომხეთი ნატოში გაწევრიანებას მომავალში, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ნატოში გაწევრიანების საკითხი და განხილვა დღის წესრიგში არ დგას.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან, მაგრამ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, შეესაბამება თუ არა ამ ბლოკის სტრატეგია სომხეთის ინტერესებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბოლო დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება და რომ მის თანამდებობაზე მოსვლამდე მისმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ და გაძლიერებულ პარტნიორობის შეთანხმებას კავშირთან და გაღრმავდა ურთიერთობები შეთანხმების განხორციელების ფაზის ფარგლებში და დაამატა: „სომხეთი მზად არის მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს“.

ფაშინიანმა ჟურნალისტის კითხვაზე, 1 თებერვალს მიღებული რომის სტატუსის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომლის ოფიციალური წევრებიც არიან, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის დაკავების გადაწყვეტილებას შეასრულებენ თუ არა, თუ პუტინი ერევანში ჩავა, უაპსუხა, რომ დაკავების გადაწყვეტილება სომხეთის სასამართლოებმა უნდა განიხილონ საკანონმდებლო ჩარჩოებში და მას არ აქვს უფლებამოსილება ამ საკითხზე. მისი თქმით, არსებობს სამართლებრივი მოსაზრებები, რომ სახელმწიფოს მოქმედ მეთაურებს სტატუსიდან გამომდინარე აქვთ იმუნიტეტი.



მსგავსი ინფორმაციები