თავდასხმა სირიაში ამერიკულ ბაზაზე

თავდასხმა სირიაში ამერიკულ ბაზაზე

2100412
თავდასხმა სირიაში ამერიკულ ბაზაზე

სირიის დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ბაზაზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების არმია არის განლაგებული.

ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე, დეირ-ეზ-ზორში მყოფი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები რაკეტებით თავს დაესხნენ კონიკოს გაზის ბაზას, სადაც აშშ-ის ძალები არიან განლაგებული.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არ გავრცელებულა და აშშ-ს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება თავდასხმასთან დაკავშირებით.

აშშ-ს არმიის ბაზები ჰასაკაჰსა და დერირ ეზ-ზორში წლის დასაწყისიდან ხშირად ხდება გაურკვეველი წარმოშობის რაკეტების და კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები სამიზნე.

დეირ ეზ-ზორის მიწები მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ოკუპირებულია აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის მიერ, ხოლო პროვინციის ცენტრი და სხვა სოფლები ბაშარ ასადის რეჟიმისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების კონტროლის ქვეშაა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ამერიკული ბაზა , #სირია

მსგავსი ინფორმაციები