საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნას ხელი მოაწერა

2100262
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

მას შემდეგ რაც ხუთშაბათს, 8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და მის მთავრობას ნდობა გამოუცხადა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას დანიშვნის შესახებ. მთავრობაში ერთადერთი ცვლილება თავდაცვის ახალი მინისტრია - ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა. ახალმა მთავრობამ მანდატი ათის წინააღმდეგ 84 დეპუტატის ხმით მოიპვა.

45 წლის ირაკლი კობახიძე 2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მეშვიდე პრემიერ-მინისტრი გახდა. კობახიძემ შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თანამდებობა 29 იანვარს დატოვა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა.

ხელისუფლებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე პრესა გასული წლის ბოლოდან წერდა. მაშინ გავრცელდა განცხადება, რომ ქვეყანაში დაბრუნდება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს ივანიშვილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლებაც ჰქონდა.

საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც დაარსდა მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს მთავრობაში მომხდარ ცვლილებებს მმართველ პარტიაში "გადაულახავი კრიზისის" ნიშანი უწოდა. ამის შესახებ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და თქვა, რომ ეს ყველაფერი „მილიარდერის ინტრიგებია“, რომელსაც კიდევ უფრო გამდიდრება სურს.

ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ აპირებს ზომების მიღებას „კორუფციული რისკების“ საპასუხოდ.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობას ორჯერ ხელმძღვანელობდა, 2013-2015 და 2021 წლებში. სააკაშვილის მიერ ორგანიზებულმა ოპოზიციამ იგი პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ის რუსეთთან ურთიერთობას ფრთხილად უდგება და მოსკოვის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებისგან თავს იკავებს.



მსგავსი ინფორმაციები