სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი შავ ზღვაში დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი შავ ზღვაში დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა

2098499
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი შავ ზღვაში დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი შავ ზღვაში დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლაში თავისი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები შეაფასა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამაჩაბლო (სამხრეთ ოსეთი).

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხალხის დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა გრძელდება. რუსეთის გეგმა ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად გადაქცევას ემსახურება. იგი, კონფლიქტის შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე გადატანას ცდილობს და ამით საფრთხეს უქმნის შავი ზღვის სტრატეგიულ პერსპექტივას. რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა დაიწყო. ამ ყველაფრის მიზანია ჩხუბის, კონფლიქტების პროვოცირება და საზოგადოების დესტაბილიზაციის მუქარა“, განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება. ზურაბიშვილმა, 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დიდ წარმატებად შეაფასა და დასძინა, რომ სხვადასხვა რეფორმები უნდა განხორციელდეს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

ზურაბიშვილმა ხელისუფლებას და ოპოზიციას, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ და კონსტრუქციული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 1992 და 1993 წლებში ქართულ ჯარსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს შორის 13 თვიანი ომი მიმდინარეობდა.

2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის სამხრეთ ოსეთის ომის სახელით ცნობილი კონფლიქტი მოხდა და ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებმა რუსეთის მხარდაჭერით ცალმხრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ამის  საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.



მსგავსი ინფორმაციები