საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

2094968
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.

თბილისში, მთავრობის შენობაში გაკეთებულ განცხადებაში ღარიბაშვილმა თქვა, რომ თანამდებობა დატოვა.

ღარიბაშვილმა მოსახლეობას პირდაპირ ეთერში სიტყვით მიმართა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი მეორედ დაიკავა დაახლოებით 3 წლის წინ და ამ პერიოდში ეფექტური სამუშაოები განახორციელეს.

მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება პატივს სცემენ დემოკრატიულ პრინციპებს, ამიტომ პარტიაში შიდა როტაციაა და გადადგომით სხვა ადამიანებს ახალი შესაძლებლობები უნდა მიეცეს.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 5 წლის განმავლობაში ორ სხვადასხვა პერიოდში ეკავა და დაამატა: "კეთილსინდისიერად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ვამაყობ იმ შედეგებით, რაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივიღეთ“.

ღარიბაშვილმა, რომელიც მანამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013 წელს იკავებდა, თანამდებობა 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი 45 წლის პარლამენტის წევრი, პროფესორი, ირაკლი კობახიძე იქნება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე 2016-2019 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი 1 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.



მსგავსი ინფორმაციები