იორდანიის მთავრობა: „თავდასხმა ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა“

იორდანიის მთავრობა: „თავდასხმა ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა“

2094560
იორდანიის მთავრობა: „თავდასხმა ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა“

იორდანიის მთავრობამ განაცხადა, რომ თავდასხმა, რომლის დროსაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მოხდა არა მის ტერიტორიაზე, არამედ სირიის საზღვარზე მდებარე ტენეფის ბაზაზე.

იორდანიის მთავრობის სპიკერმა მუჰენედ მუბაიდინმა ტელეკომპანია Al-Memleke-სთან განცხადება გააკეთა თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.

მუბაიდინმა განაცხადა, რომ თავდასხმა ამერიკულ ძალებზე მოხდა არა იორდანიის ტერიტორიაზე არამედ სირიის საზღვართან ახლოს და სამიზნე ტენეფის ბაზა იყო.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #იორდანია

მსგავსი ინფორმაციები