თურქეთ-საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს მეჰმედ ნური ერსოიმ და თეა წულუკიანმა მოაწერა ხელი

2093964
თურქეთ-საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თურქეთ-საქართველოს შორის, 2024-2028 წლებისთვის „კულტურული თანმშრომლობის“ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს, სტამბოლში ათათურქის კულტურის ცენტრში, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქმა მინისტრმა ერსოიმ განაცხადა, რომ მას და მის კოლეგას  ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ, რა დროსაც განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები.

„საქართველოსთან გვაქვს საერთო კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა. ჩვენი უპირველესი მოვალეობა და მიზანია დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენი საერთო ღირებულებები მომავალ თაობებს. ჩვენს მიერ ხელმოწერილი კულტურული თანამშრომლობის პროგრამით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ოსმალეთის და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აღდგენის მიზნით. ართვინისა და ერზრუმის პროვინციებში ამ თვალსაზრისით 4,5 მილიონ დოლარზე მეტი ბიუჯეტი გამოვიყენეთ,“ განაცხადა მეჰმედ ნური ერსოიმ.

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა თურქეთს საერთო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და აღდგენის კუთხით გაწეული მუშაობისთვის.



მსგავსი ინფორმაციები