ღაზაში დაღუპულთა რიცხვი ისევ იზრდება

ბოლო ერთ კვირაში დაღუპული პალესტინელების რიცხვი 1280-ით გაიზარდა

2093737
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი ისევ იზრდება

ღაზის სექტორზე 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი ბოლო კვირაში 1280-ით გაიზარდა და 25 ათას 900-ს მიაღწია.

ღაზაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოცემულია ინფორმაცია იმ თავდასხმების შესახებ, რომელიც ისრაელმა ღაზის სექტორზე 111 დღის წინ დაიწყო და ინტენსიურად აგრძელებს.

აღინიშნა, რომ 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზის სექტორზე თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი ბოლო კვირაში 1280-ით გაიზარდა და 25 ათას 900-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 64 ათას 110-მდე გაიზარდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დახმარება კვლავ შეზღუდულად შედის ღაზაში და ვერ აკმაყოფილებს საავადმყოფოების ძირითად საჭიროებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს მიაწოდონ გადაუდებელი დახმარების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების, საოპერაციო ოთახებისა და ინკუბატორებისთვის, ასევე სიმსივნით და სისხლის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები და სამედიცინო ინვენტარი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ღაზაში 7 ათასი დაშავებულის და ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად გარეთ მკურნალობაა საჭირო.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა

მსგავსი ინფორმაციები