იბრაჰიმ რაისმა ანკარაში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იბრაჰიმ რაისმა ანკარაში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2093115
იბრაჰიმ რაისმა ანკარაში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ პალესტინის მხარდაჭერაზე და პალესტინელი ხალხის უფლებების აღდგენაზე.

ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფმა ირანის პრეზიდენტმა, თავის თურქ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციის დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა.

„თურქეთსა და ირანს პალესტინის საკითხთან მიმართებაში საერთო შეხედულებები აქვთ. ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ერდოღანს შეხედულებას პალესტინის საქმესა და პალესტინელი ხალხის უფლებებზე. ირანი, თურქი ხალხისა და მთავრობის დამოკიდებულების მიმართ ისრაელის ღაზაში თავდასხმების მიმართ აღფრთოვანებულია. ჩვენ თურქეთთან მრავალი წელია კარგი ურთიერთობა გვაქვს და გვინდა ამიერიდან ეს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ.“



მსგავსი ინფორმაციები