მაჰმუდ აბასი ეგვიპტეშია

აბასი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გაემგზავრა, რათა განიხილოს ისრაელის თავდასხმები პალესტინის ტერიტორიაზე და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი

2085611
მაჰმუდ აბასი ეგვიპტეშია

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გაემგზავრა, რათა განიხილოს ისრაელის თავდასხმები პალესტინის ტერიტორიაზე და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.

პალესტინის ოფიციალური სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, აბასი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტის აბდულფეტაჰ ალ-სისის მიწვევით იმყოფება.

მოსალოდნელია, რომ აბას-სისის შეხვედრაზე განიხილება „მუშაობა, რომელიც ხორციელდება ისრაელის მიერ პალესტინელების გენოციდის დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შესაჩერებლად“.

შეხვედრაზე ასევე განიხილება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის მოგვარების გზები, პალესტინელი ხალხის დეპორტაციის მცდელობების თავიდან აცილება და ეგვიპტისა და არაბული ქვეყნების, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბის მცდელობები ისრაელის ჯარების და რადიკალი ებრაელების თავდასხმების შესაჩერებლად ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმზე.

აბას-სისის შეხვედრის დროის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ეგვიპტე , #მაჰმუდ აბასი

მსგავსი ინფორმაციები