აფეთქებები ირანში

ირანის კერმანის პროვინციაში, ქასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.

2083814
აფეთქებები ირანში

ირანის კერმანის პროვინციაში, ქასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.

ირანული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ზედიზედ აფეთქებები მოხდა რევოლუციური გვარდიის არმიის ყუდსის ძალების მეთაურის ქასემ სოლეიმანის 2020 წლის 3 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მკვლელობის მეოთხე წლისთავზე გზაზე, სადაც მისი ხსოვნის ცერემონია იმართებოდა.

პირველადი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის ინტერვალით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.

კერმანის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, სადაც სოლეიმანის საფლავი მდებარეობს, აფეთქების მასშტაბის ან მიზეზის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცერემონიის მონაწილეები გარბიან და სასწრაფო დახმარების მანქანები მომხდარის ადგილისკენ მიემართებიან.

ათასობით ადამიანი ირანის მრავალი ქალაქიდან ესწრებოდა სოლეიმანის მშობლიურ ქალაქ კერმანში გამართულ ხსოვნის ცერემონიას.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები