სირიაში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა

სირიაში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა

2083005
სირიაში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჰასეკეს პროვინციაში, შედადის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ძალები არიან განლაგებული, შეტევა განხორციელდა გაურკვეველი წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატებით.

ადგილობრივი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჰასეკეს სამხრეთში შედადის ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განლაგებული, შეტევა განხორციელდა გაურკვეველი წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებზეც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო განთავსებული.

უცნობია მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი. აშშ-ს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

სირიაში ბოლო პერიოდში ტენეფის რეგიონში, მალიკიეს რაიონში ერაყის საზღვართან ახლოს, ჰასეკეს პროვინციის შედადის რაიონში და დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ბაზებზე, სადაც აშშ-ის არმიაა განლაგებულია განხორციელდა თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რომელთა კუთვილება უცნობია, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატებით (SIHA) და სახმელეთო იარაღით.



მსგავსი ინფორმაციები