თურქეთში ასეულობით ღაზელი ჩამოიყვანეს სამკურნალოდ

თურქეთში ასეულობით ღაზელი ჩამოიყვანეს სამკურნალოდ

2082631
თურქეთში ასეულობით ღაზელი ჩამოიყვანეს სამკურნალოდ

თურქეთში სამკურნალოდ სულ 292 ღაზელი ჩამოიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც შედის ჯანდაცვის სფეროში გასულ წელს ჩატარებული კვლევები და გაწეული მომსახურება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ისრაელის მხრიდან ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გაწეულ სამუშაოებზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამინისტრომ რეგიონში გაგზავნა 15 თვითმფრინავი და 1 გემით დატვირთული სამედიცინო მასალები და მოწყობილობები, 20 სასწრაფო და 2 ეროვნული სამედიცინო სამაშველო ჯგუფის (UMKE) მანქანები.

ამავე ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან ღაზაში განხორციელებული თავდასხმების დაწყებიდან დღემდე თურქეთში, 533 ღაზის მოქალაქე, 292 პაციენტი და 241 მათი თანმხლები პირი ჩამოიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები