აქტუალური თემის ანალიზი 69-2023

ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციის ღირებულება იზრდება

2079772
აქტუალური თემის ანალიზი 69-2023

აქტუალური თემის ანალიზი 69-2023

ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციის ღირებულება იზრდება

მაშინ როდესაც, ისრაელის მხრიდან ღაზაში შეჭრის და ხოცვა-ჟლეტის მესამე თვეში შევდივართ, რეგიონული დინამიკა და გლობალური პოლიტიკა კვლავაც მოქმედებს, ისევე როგორც ღაზაში ადამიანთა უზარმაზარი დანაკარგი. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და მისი მთავარი მხარდამჭერი, აშშ, სულ უფრო იზოლირებულნი ხდებოდნენ, ომის შედეგები უფრო მეტად იგრძნობა. ჰუსიტებმა იმ აშშ-ს გემებზე, რომლებსაც ისრაელში ტვირთები გადააქვთ, თავდასხმები დაიწყეს. უკრაინის ფრონტზე, მაშინ როცა რუსეთი სარგებლობს შესაძლებლობებით გაზარდოს თავისი მიღწევები, სერიოზული კითხვები გაჩნდა დასავლეთის ბლოკის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დაუჭიროს მხარი ერთდროულად ორ კონფლიქტს?

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს...

მსოფლიო ტრანსპორტის თითქმის 11-12 პროცენტი, ბაბ-ელ-მანდებისა და წითელი ზღვის ხაზით ხორციელდება. ამ ხაზით ნავთობის ტრანსპორტირებაც ხორციელდება. კერძოდ, აქ არის ევროპასა და აზიას შორის უახლოესი ხაზი და შესაბამისად დაპროექტებულია ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა. თუმცა, ღაზაში ისრაელის ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ, იემენში დაფუძნებულმა ჰუსიტებმა გამოუცხადეს ომი ისრაელს. მიუხედავად იმისა, რომ ჰუსიტები ხანდახან ესხმოდნენ ამ ხომალდებს კამიკაძეების დრონებითა და მართვადი რაკეტებით, ისინი ხანდახან იტაცებდნენ კიდეც გემებს. მსოფლიოს უდიდესმა ლოჯისტიკურმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ არ გამოიყენებენ ამ ხაზს. როგორც ალტერნატიული მარშრუტი, შესაძლებელია კეთილი იმედის კონცხის შემოვლა, მაგრამ ეს აჭიანურებს შესაბამის გადაზიდვებს მინიმუმ 2 კვირით და იწვევს ხარჯების უზარმაზარ ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ისრაელისთვის, ის ასევე გადაიქცა საფრთხედ გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების უსაფრთხოებისთვის. შეერთებულ შტატებს სურს ამ საფრთხის მინიმუმამდე შემცირება სამუშაო ჯგუფის შექმნით, რომელიც მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და ბაჰრეინი. აშშ-ს მხრიდან ამდაგვარი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით ჰუსიტების ლიდერმა, აბდულმალიქ ალ-ჰუსიმ,  რომლის მთავარი მხარდამჭერიც ირანია, განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებენ. ამ კონტექსტში კი შეიძლება ითქვას, რომ შესაძლო საჰაერო ოპერაცია ვერ შეაჩერებს ჰუსიტებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ხდება წითელ ზღვაში, ასევე არის მნიშვნელოვანი მოვლენები უკრაინის ფრონტის ხაზზე. მაშინ, როცა რუსეთი დღითიდღე აძლიერებს ხელს, როგორც ჩანს, უკრაინა დასავლეთისგან დაპირებულ დახმარებას ვერ აღწევს. აშშ-ს კონგრესი თავს არიდებს ახალი დახმარების გაწევას. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს მხარს უჭერენ სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, დასავლეთის ქვეყნების შესაძლებლობები უკრაინის დასახმარებლად სცილდება მის საზღვრებს. არსებული ვითარება არ ჩანს მდგრადი, ამ კონტექსტში გაძლიერდება ცეცხლის შეწყვეტის დისკურსები როგორც ისრაელ-ღაზას, ისე უკრაინა-რუსეთის ხაზზე.

თუმცა, განსაკუთრებით ნეთანიაჰუდან მომდინარე სიგნალები დიდ იმედს არ იძლევა, რომ ისინი დათანხმდებიან ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე. აქ ისრაელის იზოლაციამ და აშშ-ის ზეწოლამ ისრაელზე შეიძლება ნაწილობრივ გამოიღოს შედეგი, მაგრამ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ღაზაში ხოცვა-ჟლეტა ცოტა ხნით გაგრძელდება. როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის არსებულ ვითარებაში მოლაპარაკების დაწყება შესაძლებელია, თუმცა, გაურკვეველია მიიღებს თუ არა ზელენსკის ადმინისტრაცია დაწესებულებებს ამ კონტექსტში.



მსგავსი ინფორმაციები