ერაყის ჩრდილოეთით PKK-ის წევრი 8 ტერორისტი გაანეიტრალეს

ერაყის ჩრდილოეთით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წევრი 8 ტერორისტი გაანეიტრალეს

2073442
ერაყის ჩრდილოეთით PKK-ის წევრი 8 ტერორისტი გაანეიტრალეს

ერაყის ჩრდილოეთით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წევრი 8 ტერორისტი გაანეიტრალეს.

თურქეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებს ტერორისტების ბუნაგების განადგურებას.

ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო ოპერაციით განეიტრალდა PKK-ს 8 ტერორისტი, რომლებიც აღმოჩენილი იქნა ერაყის ჩრდილოეთით, ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირების“ რეგიონში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ რეგიონში არც ერთი ტერორისტი აღარ დარჩება.

3 ტერორისტი, რომლებიც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ჩრდილოეთ ერაყში მდებარე თავშესაფრებიდან გაიქცა, უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „თურქი სამხედროების მტკიცე ოპერაციების შედეგად, PKK-ის 3 ტერორისტი, რომლებიც გაიქცნენ ერაყის ჩრდილოეთით მდებარე თავშესაფრებიდან, ჩაბარდნენ ჩვენს სასაზღვრო საპატრულო პუნქტს ჰაბურში“.

ერაყის ჩრდილოეთით ოპერაცია „კლანჭ-ბლოკირების“ რეგიონში კი თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა PKK-ის 3 ტერორისტი გაანეიტრალეს.


საკვანძო სიტყვები: #ანტიტერორისტული ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები